Makeup Primer Videos



ეს ვიდეო განსაკუთრებით იმ ქალბატონებს გამოადგებათ, რომლებიც არ ან ვერ იყენებენ ტუჩის ფანქარს. წითელი პომადა არა მხოლოდ საღამოებზე, არამედ ყოველ დღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ.


მსუბუქი საზაფხულო მაკიაჟი



მარტივი საღამოს მაკიაჟი, რომელიც არა მხოლოდ საღამოს არამედ დღისითაც შეგიძლიათ მოიხდინოთ. დღის მაკიაჟი უფერულ და გაცრეცილ ფერებს არ გულისხმობს. დღის შუქზე მკვეთრი ფერებითაც შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ თქვენს სილამაზეს.



სანამ მაკიაჟს წაისმევთ, აუცილებლად დაიბანეთ და დაისკრაბეთ სახე. ამის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. შემდეგ შეარჩიეთ თქვენი კანის შესაფერისი ტონალური კრემი. ამიშ შემდეგ წაისვით დამატენიანებელი სახის პუდრა. შემდეგ მხოლოდ ღაწვებზე წაისვით რუჟი, სასურველია მცირე რაოდენობით და ბოლოს სახის კონტურებში წაისვით ბრონზერი, სწორედ იქ სადაც გადანაწილდება მზის სხივები, ვინაიდან ბრონზერი სახეს გარუჯულის ეფექტს აძლევს. რაც შეეხება თვალებს წაისვით კონსილერი, რომელიც თქვენი სახის კანთან შედარებით ოდნავ ღიაა. ამის შემდეგ წაისვით ღია ბეჟი ან სპილოს ძვლის ფერი თვალის ჩრდილი თვალის ზედა და ქვედა ნაწილებში. შენიშვნა: არც ერთი პროდუქტი არ წაისვათ დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ბრონზერი!



ისევერე როგორც სახეს, ასევე წარბებსაც სჭირდება გალამაზება და ფორმის შესწორება. ეს არაჩვეულებრვი წარბის მაკიაჟი შედგება 2 ფერის პიგმენტისგან და ცვილისგან. ღია ფერი წარბის დასაწყისში და გაცვენილ ადგილებში უნდა გადაისვთ, ხოლო მუქი პიგმეტი წარბის კონტურებში და ბოლოს ცვილის გადასმით დააფიქსირეთ წარბის ფორმა.



კონსილერი საუკეთესო საშუალებაა შავი წრეების დასამალად და გამძლე ბაზის შესაქმნელად დეკორატიულ კოსმეტიკაში. ის უნივერსალური პროდუქტია. მისი გამოყენება ადვილია: წაისვით კონსილერი თვალის ზედა და ქვედა ნაწილში კონსილერის ფუნჯით, გადაინაწილეთ თითით ან ღრუბელით და ბოლოს წაისვით ბეჟი ან სპილოს ძვლის ფერი თვალი ჩრდილი. ეს ბაზა თვალი მაკიაჟს მთელი დღის განმავლობაში იდეალურად შეგინარჩუნებთ. მთავარი შენიშვნა: არ წაისვათ კონსილერი დიდი რაოდენობით!

No comments:

Post a Comment